18 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
"დეკანოზს მარჯვენა ხელ-ფეხი უმოქმედო აქვს" - მიხეილ რამიშვილი

მსჯავრდებული დეკანოზი გლდანის ციხეში ადვოკატმა მოინახულა. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გიორგი მამალაძეს პატიმრის ყველანაირი უფლება შეზღუდული აქვს.

რამიშვილის თქმითვე, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას მარჯვენა ხელ-ფეხი უმოქმედო აქვს და შესაბამის მედიკამენტოზურ მკურნალობას ვერ იღებს. დაცვის მხარის განცხადებით, ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ დეკანოზმა სამედიცინო დახმარება ვერ მიიღოს.

როგორც მიხეილ რამიშვილი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის შიმშილობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახდა. გიორგი მამალაძე სახალხო დამცველთან შეხვედრასაც ითხოვს.

"ნაომარი ხალხი რომ არიან, ცალი მხარე საერთოდ უმოქმედოა. მარჯვენა ხელ-ფეხი უმოქმედო აქვს, ფორმაც კი დაკარგული აქვს, მარცხენა და მარჯვენა ერთმანეთისგან განსხვავდება. გადაადგილება კი არა, საკაცით ჩამოჰყავთ, რა გადაადგილებაზეა ლაპარაკი? ეს სპეციფიკაა თავისებური მისი დაავადების, თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს დაავადება ძალიან ცდება ჩემი შეფასებით ბუნებრივს. თითქმის არაფერს არ აკეთებენ, მიზანმიმართულად არიან მისულები, რომ დროის შედეგად მიიღონ ის შედეგი, რაც სჭირდებათ. იმიტომ, რომ ის გარემო და ის პროცედურები, რაც მის ჯანმრთელობას სჭირდება, ვერ იღებს. არ გააჩნიათ არც მედიკამენტები და არც სპეციალისტები ამ საქმის," - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

 

 

დღის ამბები