18 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
"ჩემმა ძმამ შიმშილობა გამოაცხადა იმიტომ, რომ მას სათანადო მკურნალობა ვერ უტარდება" - თორნიკე მამალაძე

მსჯავრდებული დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ გლდანის დაწესებულება დატოვა. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ მისმა ძმამ შიმშლობა იმიტომ გამოაცხადა, რომ შესაბამისი მკურნალობა არ უატრდება. 

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, დეკანოზთან ამ წუთებში სახალხო დამცველი იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად ეცნობა.

"ჩემმა ძმამ, შიმშილობა გამოაცხადა იმიტომ, რომ მას სათანადო მკურნალობა ვერ უტარდება. შესაბამისი პროფესიონალები არ არიან ამ დაწესებულებაში, იუსტიციის სამინისტროს სამკურნალო დაწესებულებაში ჩამონათვალიც არ არსებობს ის დაავადება, რაც  ჩემს ძმას ამ წუთას სჭირს. გამომდინარე აქედან, მან დაიწყო შიმშილობა, რადგანაც ერთხელ და სამუდამოდ უმკურნალონ, ფეხზე დადგეს და მატროსოვის ციხეში განაგრძოს პატიმრობა. ის ითხოვდა სახალხო დამცველთან შეხვედრას და ამ წუთებში ნინო ლომჯარია თავად არის ჩემს ძმასთან შეხვედრაზე, დეკანოზი მიაწოდებს სრულ ინფორმაციას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. შემდეგ კი ჩემი ძმა გადაწყვეტს, შეწყვეტს თუ არა შიმშილობას,“ - აცხადებს თორნიკე მამალაძე.

დაკავებული დეკანოზის ძმა ამბობს, რომ საზოგადოებას ინფორმაციას მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიაწვდიან.

"რაც შეეხება ჩვენს ხელთ არსებული მასალების გასაჯაროებას - ჩვენ მას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით და ეს ეხება იმ პრობლემებს, რა პრობლემებიც საპატრიარქოში არსებობს. ეს შეეხება როგორც პედოფილურ, ასევე მამათმავლურ, ასევე ინცესტურ პრობლემებს, რა პრობლემებიც საპატრიარქოში არსებობს. მე არა ერთხელ ვთქვი, რომ მტკიცებულებები არსებობს,“ - აცხადებს თორნიკე მამალაძე.

დღის ამბები