18 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
ულტრამემარჯვენე ჯგუფები აქციების დასაორგანიზებლად სოციალურ ქსელს იყენებენ - "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი"

არასამთავრობო სექტორმა კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ აქციების დასაორგანიზებლად ულტრამემარჯვენე ჯგუფები ყველაზე ხშირად სოციალურ ქსელს იყენებენ, სადაც უმეტესად  ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განცხადებებს ვხვდებით.

სამთვიან ანგარიშს საზოგადოებას "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" დღეს წარუდგენს.

"ულტრამემარჯვენე ჯგუფები აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს აქციების დასაორგანიზებლად და მიმდევვრების მოსაზიდად. მეორე მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის, რომ აქტიურად აწარმოებენ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ რიტორიკას საქართველოში," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" მკვლევარმა ქეთევან მურღულიამ.

დღის ამბები