18 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
"ანაკლიის კონსორციუმთან" ხელშეკრულების გაწყვეტა არის სწორი - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს, ოღონდ სხვა ინვესტორის მეშვეობით.

"იმ პირობების თანახმად, რა პირობებითაც მოხდა თავის დროზე ამ პროექტის ტენდერზე გამოტანა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა, ჩვენ 2020 წელს უკვე ოპერირებადი, მოქმედი პორტი უნდა გვქონოდა. სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, იმის გამო, რომ ეს არის მთლიანად ინვესტორის პასუხისმგებლობა. ისევ ვამბობ, რომ ვერ დამისახელებთ სხვა პროექტს, რომელსაც მთავრობამ გამოუცხადა ესოდენ მაღალი მხარდაჭერა.

გადაწყვეტილება არის სწორი, რადგან ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი. ანაკლია არის ჩვენი პრიორიტეტული და სტრატეგიული პროექტი. აუცილებლობას ვხედავთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ახალი, გადახალისებული პირობებით ჩვენ შეუფერხებლად დავიწყებთ ახალი ინვესტორის ძებნის პროცესს, ისევ და ისევ გამჭვირვალედ და კონკურენტულ ვითარებაში," - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინფორმაცია, რომ მთავრობა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულებას წყვეტს, დღეს გახდა ცნობილი.

დღის ამბები