18 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
ირანი თავის მოკავშირე დაჯგუფებებს სთხოვს, შეერთებული შტატების პოზიციებზე თავდასხმა არ განახორციელოს - მაიკ პენსი

ირანი თავის მოკავშირე დაჯგუფებებს სთხოვს, შეერთებული შტატების პოზიციებზე თავდასხმა არ განახორციელონ - ინფორმაციას ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ავრცელებს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ თეირანი ამ პოლიტიკას განაგრძობს.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ამერიკული მხარე მზად არის ირანთან მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყოს. ამის შესახებ იმ წერილში წერია, რომელიც ვაშინგტონმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გაუგზავნა.

წერილში ნათქვამია ისიც, რომ ირანელი გენერლის ყასელ სოლეიმანის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაცია ირანის შეკავებას ისახავდა მიზნად.

როგორც ამერიკული მედია კი წერს, პირველი საჰაერო იერიშის შემდეგ, ირანმა ვაშინგტონს სხვადასხვა დიპლომატიური არხით  აცნობა, რომ მათ საბრძოლო მოქმედებები დაასრულეს.  

დღის ამბები