18 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
დაძაბული ვითარება ოკუპირებულ სოხუმში - ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობს

ოკუპირებულ სოხუმში ვითარება იძაბება - ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობს. ამ წუთებში, ქალაქში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა.

დემონსტრანტები ხაჯიმბას წინააღმდეგ გამოდიან და ე.წ. არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც სექტემბერში ჩატარდა.

ხმების უმრავლესობა საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მიიღო. მეორე ტურში, ასევე, გადავიდა ოპოზიციური პარტია "ამცახარას" ლიდერი ალხას კვიცინია. სწორედ კვიცინიას მხარდამჭერები ცდილობენ ახლა შენობაში შეჭრას.

დღის ამბები