18 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
არჩევნების გაყალბება "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად წარსულს ჩაბარდა - გია ვოლსკი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, რომ ერთთვიანი ქაღალდის ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემა არ მოხდეს, მმართველ გუნდში უპასუხეს. გია ვოლსკის განცხადებით, არჩევნების გაყალბება "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად წარსულს ჩაბარდა.

"ნაცმოძრაობის და მათი ფილიალების მოთხოვნა და მათი ბრალდებები ამ საკითხებთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო. იმის რეალობა რომ არჩევნები გაყალბდეს დაბეჭდილი პირადობის მოწმობებით, მათთან ერთდა ჩავაბარეთ წარსულს,"- ამბობს ვოლსკი.

შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და ითხოვს, ერთთვიანი დროებითი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა არ მოხდეს. 

პარტია ლამინირებულ პირადობის მოწმობებში, არჩევნების გაყალბების საფრთხეს ხედავს და საკითხზე ფართო კონსულტაციებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გეგმავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები