18 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
"საუბარი ფულის გათეთრებაზე არასწორია,“ - თამარ ლალიაშვილი TBC ბანკის დამფუძნებლების საქმეზე

 

საქალაქო სასამართლოში უკვე რამდენიმე საათია, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის პროცესი მიმდინარეობს. TBC ბანკის დამფუძნებლების საქმეზე, რომელიც 11 წლის წინ განხორციელებულ ფინანსურ ტრანზაქციებს ეხება, ბრალდების მოწმეებს, ეროვნული ბანკის 3 თანამშრომელს უსმენენ, რომელთაც გადარიცხვები შეისწავლეს.

უკვე დასრულდა პირველი მოწმის დაკითხვა. მან პროცესზე განაცხადა, რომ ტრანზაქციით TBC ბანკს დაახლოებით 17 მილიონის ზარალი მიადგა.

სასამართლო პროცესს ესწრებოდა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, თამარ ლალიაშვილი, რომელიც საქმეს აფასებს. ლალიაშვილი ამბობს, რომ საუბარი ფულის გათეთრების შესახებ, არასწორია.  

"ბრალდება იმის თაობაზე, რომ ეს ფული არის უკანონო წარმომავლობის, აბსოლუტურად გაუგებარი, მიუღებელი და აბსურდულია, იმიტომ რომ ფულს აქვს თავისი წარმომავლობა. საიდანაც არ უნდა მიუდგეს სახელმწიფო ბრალდება, ბანკიდან გატანილი ფული ვერანაირად ვერ იქნება უკანონო. საუბარი ფულის გათეთრებაზე, მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად არასწორია,“ - აცხადებს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე. 

 

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები