18 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
"ეს არის ნამდვილად ადამიანის გაწირვა, როგორც ეკლესიის, ასევე ხელისუფლების მხრიდან" - მამა ანდრია სარია დეკანოზზე

დეკანოზის მოთხოვნით, გლდანის ციხეში გიორგი მამალაძისა და მამა ანდრია სარიას შეხვედრა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სასულიერო პირის განცხადებით, დეკანოზი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დღითიდღე უარესდება, სასულიერო პირების მხრიდან სიძულვილის, ცილისწამების და თავდასხმის ობიექტი გახდა. მამა ანდრია სარიამ დღეს დეკანოზი აზიარა.

"ასეთ პირობებში შეუძლებელია, მკურნალობის გაგრძელება, ეს არის იგივე, რომ  ადამიანის დაინვალიდებას შეუწყო ხელი, ის, რაც ჩემი თვალით ვნახე, არის ნამდვილად ადამიანის გაწირვა, როგორც ეკლესიის, ასევე ხელისუფლების მხრიდან," - განაცხადა ზედაზნელის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახურმა, მამა ანდრია სარიამ. 

ამასთან, დეკანოზის პატიმრობაში დარჩენაზე, მიტროპოლიტმა, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველმა  მეუფე იოანემ (გამრეკელი) აღნიშნა, რომ მისი ციხეში ყოფნა არ უნდა, თუმცა, ეს მათზე არ არის დამოკიდებული. 

"ჩვენ არ ჩაგვისვამს ციხეში, არ გვინდოდა მისი იქ ყოფნა და არც ახლა გვინდა, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, პრეზიდენტის კონპეტენციაში ვერ ჩავერევით. არის შეწყალების ახალი რეგულაციები შეწყალების საკითხთან დაკავშირებით," - აღნიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველმა მეუფე იოანემ.

დეკანოზის გათავისუფლებას ემხრობა მეუფე გრიგოლ კაციაც. 

"კარგი იქნება რომ გამოვიდეს ციხიდან დეკანოზი, მე ამის შესახებ შიდა კულუარულ სივრცეებშიც ვთქვი, თუ სინოდის სხდომა ჩატარდება იქ კიდევ ერთხელ ვიტყვი ამას," - განაცხადა მეუფე გრიგოლ კაციამ.

დღის ამბები