18 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია შტურმით აიღეს (ვიდეო)

დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია შტურმით აიღეს და შენობაში შეიჭრნენ. ოკუპირებულ სოხუმში აქციაზე შეკრებილებსა და ე.წ. ადმინისტრაციის დაცვას შორის შეტაკებაც მოხდა. ხმაური ამ წუთებშიც გრძელდება.

დემონსტრანტები ხაჯიმბას წინააღმდეგ გამოდიან და ე.წ. არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც სექტემბერში ჩატარდა.

ხმების უმრავლესობა საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მიიღო. მეორე ტურში ასევე გადავიდა ოპოზიციური პარტია "ამცახარას“ ლიდერი ალხას კვიცინია. სწორედ კვიცინიას მხარდამჭერებმა შეამტვრიეს შენობის შესასვლელი კარი.

7 ოქტომბერს პრეზიდენტობის ე.წ. კანდიდატმა კვიცინიამ ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო ინსტანციაში გაასაჩივრა. ამ წუთებში კი, სწორედ ამ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. 

დღის ამბები