18 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
"ვინც არ უნდა მოვიდეს დე ფაქტო ხელისუფლების სათავეში, ის აუცილებლად რუსულ პოლიტიკას გაატარებს" - ჯემალ გამახარია

ოკუპირებულ აფხაზეთში უკიდურესად დაძაბული ვითარება, ე.წ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციები გრძელდება. სოხუმის ცენტრში იყო გასროლის ხმაც. 

რა ცვლილებები შეიძლება მოახდინოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაზე აღნიშნულმა მოვლენებმა და ვინ ხელმძღვანელობდა, დე ფაქტო პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას - ამ საკითხებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია საუბრობს. 

"მე არ მოველი რაიმე ცვლილებას ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში. ვინც არ უნდა მოვიდეს ამ ეტაპზე დეფაქტო ხელისუფლების სათავეში, ის აუცილებლად რუსულ პოლიტიკას გაატარებს, რადგან რუსების მხარდაჭერის გარეშე დღეს, იქ ვერავინ მოვა ხელისუფლებაში. 

დე ფაქტო პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას ხელმძღვანელობდნენ არა პოლიტიკური პარტიები, არამედ კრიმინალები. მათ ახლოსაც არ გაიკარეს აღნიშნული პოლიტიკური პარტიები, მაგრამ მას შემდეგ რაც ასლან მჟანია მოსკოვიდან ჩამოვიდა, ფაქტობრივად, ის ჩაუდგა სათავეში ამ მოძრაობას," - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ

დე ფაქტო პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღის ბოლოს ე.წ დეპუტატებმა დადგენილება მიიღეს, სადაც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდეს.

დღის ამბები