18 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
"ბრძოლა ოკუპირებულ აფხაზეთში შიდა კლანებს შორის, რუსეთიდან მიღებულ ფინანსურ დახმარებებზე მიმდინარეობს" - ექსპერტები 

აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისში სხვადასხვა შეფასება კეთდება. ექსპერტები და პოლიტოლოგები ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე დაძაბულ ვითარებაზე საუბრობენ.

"აფხაზეთში არსებული დღევანდელი მდგომარეობა პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ ხაჯიმბას არანაირი ლეგიტიმაცია და პერსპექტივა აღარ გააჩნია, რომ ამ პოსტზე თავისი საქმიანობა გააგრძელოს. იმიტომ კი არა, რომ მას არ შუძლია შეინარჩუნოს პოსტი, არამედ იმიტომ, რომ მას საზოგადოებისგან არანაირი ნდობა აღარ აქვს. აქ ყველაფერი ერთმანეთს დაემატა, ეს არის კორუფცია, მკვლელობების გახშირება, მათ საერთოდ თავზე ემხობათ ის პატარა ნაჭუჭიც რომელშიც თვითონ არიან," - განაცხადა ექსპერტმა ირაკლი ცქიტიშვილმა.

"ექსპერტთა კლუბის" დამფუძნებლის, გოჩა გვარამიას განცხადებით კი, ოკუპირებულ აფხაზეთში ბრძოლა შიდა სისტემურ ჯგუფებს შორის მიმდინარეობს.

"თუ ადრე კლანები უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს ანუ გუდაუთისა და ოჩამჩირის წარმომადგენლები, აქ უკვე ხაჯიმბა და ბჟანია არიან სპეცსამსახურების სისტემის წარმომადგენლები, ამიტომ იქ შიდა სისტემური დაპირისპირება უფრო არის. ამის მთავარი მიზეზი კი არის ის, რომ როგორც ყოველთვის, ბრძოლა მიმდინარეობს "ქერის ორმოს სალაფავისთვის". საუბარია რუსეთიდან მიღებულ ფინანსურ დახმარებებზე, რომელიც აფხაზეთში მილიარდობით შემოდის," - აღნიშნა პოლიტოლოგმა, "ექსპერტთა კლუბის" დამფუძნებელმა, გოჩა გვარამიამ. 

დღის ამბები