"რუსეთი სოხუმში განვითარებულ შიდა პოლიტიკურ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება" - ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებს აფასებს, როგორც - "ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეს" და იმედოვნებს, რომ ვითარება რეგიონში სწრაფად ჩაწყნარდება.
"ყურადღებით ვაკვირდებით სოხუმში შიდა პოლიტიკური მოვლენების განვითარებას.
ამ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, ვაფასებთ როგორც ქვეყნის შიდა საქმეს.
ჩვენ ვიმედოვნებთ აფხაზეთში ვითარების სწრაფ სტაბილიზაციას, სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში, დაინტერესებული მხარეების უშუალო მშვიდობიანი დიალოგის გზით," - აღნიშნულია განცხადებაში.