"ანაკლიის განვითარების კონსორციუმისათვის" მთავრობის მიერ, ხელშეკრულების გაუქმების საკითხს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, ხელშეკრულების გაწყვეტა მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მათ გარკვეული შეუსრულებელი ვალდებულებები ჰქონდათ.
"ხელშეკრულების გაწყვეტა მოხდა შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, რომელიც სახეზეა და ამის საწინააღმდეგო არგუმენტი არ არსებობს. წლებია მათ მხარდაჭერას უცხადებს მთავრობა. შეუსრულებელი ვალდებულებები, დე ფაქტო მიზეზია, რის გამოც გაწყდა ხელშეკრულება.
სისხლის სამართლის საქმეს რაც შეეხება, შეუძლიათ იურისტებმა გააკეთონ ამის ინტერპრეტაცია. თუმცა, ის, რომ დანაშაულის ჩადენის საქმესთან გვქონდა საქმე, ამასთან დაკავშირებით, მე შეკითხვები არ გამაჩნია," - აღნიშნა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.