18 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
თუ მოვლენები მსგავს რეჟიმში განვითარდება, აფხაზეთის კულტურა და ეთნოსი განადგურების პირას იქნება - რუსლან აბაშიძე

ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელშვილი აღნიშნავს, რომ უპირატესი ინტერესი მოსახლეობის უსაფრთხოებაა.

"ჩვენი უპირატესი ინტერესი გახლავთ ის, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებას რაიმე რისკები არ შეექმნას, აუცილებლად უნდა იყოს მათი უფლებები დაცული. პრობლემას ქმნის ის, რომ ასეთ დროს საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აქვთ წვდომა ამ რეგიონში. ამ პირობებში ვიმედოვნებ, რომ მოვლენების ყველა განვითარება მშვიდობიანი იქნება," - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით კი, აფხაზეთის კულტურა და ეთნოსი საფრთხის ქვეშ დგას.

"იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თვალს ვადევნებთ ძალიან რთულ პროცესებს, თუ ეს მოვლენები მსგავს რეჟიმში განვითარდება, აფხაზეთის კულტურა და ეთნოსი განადგურების პირას იქნება. ამ მხრივ, აფხაზეთის მოსახლეობის გამოძახილი და პროტესტი მისაღებია," - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, რუსლან აბაშიძემ.

დღის ამბები