ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში სამარშუტო ტაქსის ამოყირავების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
მგზავრების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი მიკროავტობუსის საბურავების დაშვება გახდა, თუმცა, მათივე თქმით, მძღოლმა სიტუაციიდან ოპტიმალური გამოსავალი იპოვა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული რამდენიმე მგზავრი ზუგდიდის რეფერარულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიკოსების ინფორმაციით, სამი პაციენტის,მათ შორის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია და მათ ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ.
შუახნის ქალს კი, რომელსაც თავის ქალის ღია ტრავმა აღენიშნება, ოპერაცია უტარდება.