ირანის აღიარების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეირანს ბოდიშის ოფიციალურად მოხდა და კომპენსაციის გადახდა მოსთხოვა.
ზელენსკის განცხადებით, ირანის მხრიდან მწუხარების გამოთქმა უკრაინისთვის საკმარისი არ არის, მისი თქმით, გამოძიება გამჭირვალე უნდა იყოს, რომ დამატებითი კითხვები არ გაჩნდეს.
"დღევანდელი დილა კარგი არ იყო, თუმცა სიმართლე მოიტანა. ირანმა ბრალი ჯერ კიდევ საერთაშორისო კომისიის მუშაობის დასრულებამდე აღიარა. გამოძიების პროცესში ჩვენ ირანისგან სრული თანამშრომლობისთვის მზაობას ველით, ასევე დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას, დაღუპულთა ცხედრების გადმოცემას, კომპენსაციის გადახდასა და დიპლომატიური არხებით ოფიციალურად ბოდიშის მოხდას,"- განაცხადა ზელენსკიმ.