მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებით კვლავ მაღალი მიმართვიანობაა იაშვილის კლინიკაში. მომატებულია ჰოსპიტალიზაციის რიცხვიც. მიუხედავად ამისა, როგორც კლინიკაში აცხადებენ, გართულებული შემთხვევები არ ფიქსირდება.
სპეციალისტები ვირუსული პაციენტების მიმართვიანობის შემცირებას არც უახლოეს პერიოდში ელოდებიან.
"ამ ეტაპზე გრიპით დაავადებულთა მომართვიანობა საგრძნობლად მომატებულია. სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. გართულებული შემთხვევა არ გვქონია. ძირითადად ლაბორატორიულად "ბ" ტიპის გრიპი დასტუდება," - განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი განყოფილების ექიმმა თამარ ყიყიშვილმა.
იაშვილის კლინიკას გრიპის ვირუსით დღეში 60-80 პაციენტი მიმართავს.