დღეს მეგაშოუ "დიდი სცენის" დღეა. "რუსთავი 2"-ზე მეგაშოუ 22:00 საათზე დაიწყება. მეორე ლაივ-კონცერტზე ქართული სიმღერები შესრულდება. დღესვე გაირკვევა, ვინ დატოვებს პროექტს იმ ორ კონკურსანტს შორის, რომელმაც წინა კონცერტზე მაყურებლისა და ჟიურის ყველაზე დაბალი ქულები მიიღო.
"დღეს ქართული სიმღერების ტური იქნება. ვფიქრობ, რომ ჩვენი მონაწილეები კომფორტულად გრძნობენ ქართულ სიმღერებში თავს. რა თქმა უნდა ღელავენ მონაწილეები დღევანდელ ტურთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ იმისთვის ვართ, რომ გავამხნეოთ ისინი და სცენაზე ამაღლებული განწყობით გავუშვათ," - აღნიშნა "დიდი სცენის" თანაწამყვანმა მაკო კვიტაიშვილმა.