ვარკეთილში "ანას ბაღთან" მესამე დღეა აქცია გრძელდება. მოსახლეობა, რომელიც მშენებლობას აპროტესტებს, ისევ ქუჩაშია.
ადგილობრივები მერიას მიმართავენ და მოითხოვენ, შეიცვალოს ადგილი და 10 სართულიანი კორპუსი სხვაგან აშენდეს, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კორპუსებს აღარც ეზოები აქვთ, აღარც რეკრეაციული ზონები და ბავშვებისთვის ერთადერთი სივრცე ეს სკვერია.
აქციიის მონაწილეების განცხადებით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციები გაგრძელდება. რამდენიმე დღის წინ აქციაზე დაპირისპირება იყო, ქუჩის გამოსვლა დაკავებებით დასრულდა.