"რუსთავი 2-ზე" მეგაშოუ "დიდი სცენა" 22:00 საათზე დაიწყება. უპრეცედენტო მეგაშოუს შემქმნელები და კონკურსანტები მეორე ლაივკონცერტისთვის დილიდან ემზადებიან.
დღესვე გაირკვევა ვინ დატოვებს პროექტს იმ ორ კონკურსანტს შორის, რომელმაც წინა კონცერტზე მაყურებლისა და ჟიურის ყველაზე დაბალი ქულები მიიღო.
აღსანიშნავია, რომ დღეს ქართული სიმღერების ტურია.
"საკმაოდ ვნერვიულობთ. აუტსაიდერი ვარ. სიმღერას საიდუმლოდ დავტოვებ. შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად კარგად მოვმზადებულიყავით," - განაცხადა "დიდი სცენის" მონაწილე ლაშა გუჯაბიძემ.
"მეორე ლაივკონცერტი გაცილებით უფრო საპასუხისმგებლოა. ქართულ სიმღერებს სხვანაირად ელოდება მაყურებელი. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად ჩაივლის ეს ყველაფერი. ასევე, დღეს გავიგებთ, ვინ დატოვებს პროექტს," - აღნიშნა პროდიუსერმა ნიკა ლომიძემ.