"ანას ბაღთან" სამშენებლო კომპანია სამუშაოების განახლებას აპირებს, რასაც, სავარაუდოდ, დაპირისპირება მოჰყვება, მოსახლეობა უკან დახევაზე უარს ამბობს.
ადგილობრივები სკვერთან 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობას უკვე 2 თვეა, სხვადსხვა ფორმით აპროტესტებენ.
მიმდინარე პროცესის კანონიერებაზე საუბრობენ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები და მშენებლობისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში, შესაბამისი ზომებისთვის მზად არიან.