გადაამეტა თუ არა პოლიციამ უფლებამოსილებას ადვოკატისა და "ლელოს" წევრის დაკავების დროს - თორნიკე ართქმელაძის საქმის ძიებაში სახელმწიფო ინსპექტორი ჩაერთო.
იურისტი ორი დღის წინ, ვარკეთილში "ანას ბაღში" მიმდინარე აქციაზე აიყვანეს.
ართქმელაძის თქმით, მან, როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილის ირაკლი ჯუღელის ადვოკატმა კითხვა დასვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ პოლიციელებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ადვოკატთა ასოციაციაც.
ადვოკატი, პოლიტიკური მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" წევრი თორნიკე ართქმელიძე აცხადებს, რომ მისი დაკავება პოლიციის მხრიდან იყო ძალიან უხეში კანონდარღვევა.
"ჩემი დაკავება იყო კანონდარღვევა თან საკმაოდ სერიოზული, არ შეიძლება ადვოკატებს იჭერდნენ იმის გამო, რომ თავიანთ უფლებამოსილებას ასრულებენ," - განაცხადა თორნიკე ართქმელიძემ.