ცოტნე გამსახურდიას მეუღლის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას საქართველოში გადმოყვანა ჯერჯერობით არ იგეგმება. ის ორ კვირაზე მეტია სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში, დაცვითი ნარკოზის ქვეშ მართვით სუნთქვაზე რჩება.
ანა ჯაბაურის თქმით, პროკურატურაში მისვლას კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად აპირებს და ამბობს, რომ გამოძიებასთან კითხვებიც და გარკვეული მოლოდინებიც აქვს.
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე იმედოვნებს, რომ 3 კვირის განმავლობაში გამოძიებას ახალი დეტალები შეემატება.
"პროგნოზები კეთილსაიმედოა, უბრალოდ ახლა ცოტნეს ჯანმრთელობისთვის ჯობია, რომ ჯერ კიდევ დაცვითი ნარკოზის ქვეშ იყოს.
ჯერჯერობით საქართველოში გადმოყვანა არ იგეგმება, ისევ ხელოვნური ძილის ფაზაშია.
მე და კონსტანტინეც ვიქნებით პროკურატურაში და რა თქმა უნდა კითხვებიც მაქვს და მოლოდინებიც მაქვს, რომ ახალი დეტალები გაირკვევა.
გარდა ამისა, 4 თავდამსხმელიდან ერთ-ერთი არასაკმარისი სამხილების გამო გათავისუფლებული იყო სასამართლოს დარბაზიდან. მე იმედი მაქვს, რომ ამ ხნის განმავლობაში, თითქმის 3 კვირა გავიდა, ახალი დეტალები შეემატება გამოძიებას," - განაცხადა ცოტნე გამსახურდიას ცოლმა, ანა ჯაბაურმა.