პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნინო გოგუაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს მოკვლევის ჯგუფის ანგარიში წარუდგინა. ჯგუფის წევრებმა ქვეყანაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხი შეისწავლეს.
დამოუკიდებელი დეპუტატის შეფასებით, საკანონმდებლო ორგანომ და მთავრობამ კოორდინირებულად უნდა იმუშაონ, რათა ქვეყანაში რუსული პროპაგანდა შემცირდეს და შეიქმნას ერთიანი სტრატეგია.
"მიუხედავად იმისა, რომ დეზინფორმაცია სხვადასხვა უწყების მხრიდან აღიარებულია როგორც საფრთხე ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, სახელმწიფოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი პოლიტიკა არ გააჩნია. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა," - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.
პარლამენტი დოკუმენტზე მსჯელობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.