18 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
"სისტემას სჭირდება ყურმოჭრილი ყმა" - რომან გოცირიძე საპროკურორო საბჭოზე

საპროკურორო საბჭომ პარლამენტს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დასანიშნი სამი კანდიდატურა უნდა წარუდგინოს. პროცესთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ზოგადად, სისტემა მთლიანად შესაცვლელია და მას ხელისუფლების დავალებების შემსრულებელი კანდიდატი სჭირდება.

"თავად სისტემას სჭირდება ყურმოჭრილი ყრმა, როგორიც იყვნენ დღემდე. მაგრამ, შეიცვლება ეს ვითარება, დიდხანს არ გაგრძელდება და მომავალი ხელისუფლების შემდეგ, ყველა ძალოვანი სტრუქტურა, პროკურატურით დაწყებული მთელი სასამართლო სისტემა, ქვედა ინსტანციით დამთავრებული, შეიქმნება ნულიდან,“ - განაცხადა რომან გოცირიძე.

მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადოდ გაამწესეს.

 

დღის ამბები