გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იქნება. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძე საკითხის შეფასებისას წინა ხელისუფლების მმართველობას იხსენებს და იმ დროინდელ პროკურატურას აკრიტიკებს.
"ჩვენ გვახსოვს, როგორი იყო პროკურატურა თავის დროზე, ესეც ჩავაბარეთ წარსულს, 2012 წელს. გვარამიას პროკურატურა საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება. გვარამიას და ადეიშვილის პროკურატურა არის მიკერძოებული და დაუბალანსებელი პროკურატურა, რომელიც გამოიყენებოდა როგორც ერთ-ერთი მთავარი რეპრესიული ინსტრუმენტი "ნაცმოძრაობის" მიერ. პროცესი იქნება აუცილებლად გამჭვირვალე და საბოლოო ჯამში, პარლამენტი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება საერთო ინტერესს,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.