18 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
ხაჯიმბას განცხადებით, ე.წ. პრეზიდენტობიდან საკუთარი ნებით გადადგა და მასზე ზეწოლა არ ყოფილა

რაულ ხაჯიმბას ჯერ არ გადაუწყვეტია მიიღებს თუ არა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

დე ფაქტო ექს-პრეზიდენტი ასლან ბარციცის განცხადებას ეხმაურება და განმარტავს, რომ საკუთარ ბედს თვითონ გადაწყვეტს და სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე უახლოეს მომავალში განაცხადებს.

ხაჯიმბამ სააგენტო "ტასთან" ინტერვიუში  ისიც აღნიშნა, რომ საკუთარი ნებით გადადგა და მასზე ზეწოლა არ ყოფილა.

გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა სალან ბარციცმა განაცხადა, რომ 22 მარტს დაგეგმილ ე.წ. არჩევნებში ხაჯიმბა კენჭს არ იყრიდა. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ოპოზიცია ე.წ. არჩევნებში ასლან ბჟანიას კანდიდატურას დააყენებს.

დღის ამბები