18 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
ჩიჩილაკი და კალანდობა, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - პრეზიდენტის ინიციატივა 

პრეზიდენტი ჩიჩილაკისა და კალანდობის დღესასწაულისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ დვაბზუში შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღონისძიებას "კალანდა 2020"-ს დაესწრო.

მუზეუმი სოფელ დვაბზუში, სადაც პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტისას კალანდობის უძველესი ტრადიცია გაცოცხლდა, 1985 წლის 20 ოქტომბერს აკადემიკოს შალვა რადიანის (შეწირულის) სახლში დაარსდა. რადიანის მუზეუმის ბაზაზე კი, 2009 წელს ეთნოგრაფიული მუზეუმი დაფუძნდა.

მუზეუმში წარმოდგენილია გურული კარ-მიდამოსთვის დამახასიათებელი დამხმარე ნაგებობები: სამზადი სახლი, ბეღელი, ნალია. ოდა სახლი, მარანი და ჭა. ასევე ექსპონატებად წარმოდგენილია გურიისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული და ყოფითი კულტურის ამსახველი მასალა: საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები.

დღის ამბები