18 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
თბილისის საკრებულომ შენობის აივნებიდან საქართველოს დროშები გადმოფინა

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ტრადიცია არ დაარღვია თბილისის საკრებულომ. წელსაც, 12 საათზე, შენობის აივნებიდან საქართველოს დროშები გადმოფინეს.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები საკუთარი სახლების სახურავებზე აღმართონ და აივნებიდან გადმოფინონ.

საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიან დროშას, რომელიც 2004 წლის 14 იანვარს აღდგა, დიდი ხნის ისტორია აქვს. ევროპულ რუკებზე საქართველო უძველესი დროიდან სწორედ ასეთი დროშით აღინიშნებოდა.

ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე, 2012 წლიდან აღინიშნება.

დღის ამბები