18 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
"პუტინმა მძევლად აიყვანა მოსახლეობა ეროვნული ქართული ნიშნით" - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოძისში ჩავიდა, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მთავარი პრობლემა ადამიანების ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლეა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო დახმარების მიღება ძალიან უჭირს.

"პუტინმა მძევლად აიყვანა მოსახლეობა ეროვნული ქართული ნიშნით, ახალგორის რაიონისა და მთელი ქსნის ხეობის ზოლზე, ადამიანები ფიზიკური გაგებით იხოცებიან, უკვე ათია გარდაცვლილი, იმიტომ, რომ ვერ მიიღეს სამედიცინო დახმარება, ონკოპაციენტები რჩებიან ქიმიოთერაპიის კურსების გარეშე.

პენსიონერები ვერ იღებენ პენსიას და ყველაფერ ამაზე ჩვენი ხელისუფლება ისე დუმს, თითქოს საქმე ანტარქტიდაზე რაღაც სახეობათა პრობლემას ეხებოდეს. დღეს რუსეთის სამხედრო ბაზიდან მოვუწოდებ ევროპის კავშირს, რომელსაც ხელშეკრულებებით ეკისრება პასუხისმგებლობა აქ შექმნილ ჰუმანიტარულ დახმარებაზე, სასწრაფოდ გამოყავით კომისია, სანამ ხალხი ფიზიკურად გაწყვეტილა, ადგილზე ჩამოსვლით შეისწავლეთ ვითარება.

მე მოვუწოდებ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მონრეალში, აკრძალეთ ფრენები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სანამ არ გაიხსნება გზა ახალგორისა საქართველოსაკენ" - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები