თავისუფლების მოედანზე მანქანით მოხვედრა დღეს შუადღისთვის შეუძლებელი იქნება. თბილისის ცენტრში შეზღუდვის მიზეზი თბილისის მერიის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების გადაცემაა.
კერძოდ, ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილის ქუჩის გავლით. ასათიანის ქუჩიდან ტრანსპორტი დადიანის ქუჩით თავისუფლების მოედანს ვეღარ დაუკავშირდება და იმოძრავებს თუმანიანის ქუჩის მიმართულებით.
შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. შეზღუდვები 12:00-დან 15:00 საათამდე გაგრძელდება.