სამტრედიაში მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს თბილისის მერის ინიციატივით, საჩუქრად ბინები გადაეცათ. ოჯახებისათვის ბინების გადაცემა კახი კალაძის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალიტეტის მთავარ ნაძვის ხესთან გამართულ საახალწლო კონცერტზე მოხდა.
სამტრედიაში კახი კალაძის მხარდამჭერით, საახალწლო კონცერტის გამართვას და საქველმოქმედო ღონისძიებას ბოლო 7 წელია ტრადიციული სახე აქვს.