18 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
აშშ-ს ირანში რეჟიმის შეცვლა არ სურს - ტრამპი

ამერიკის შეეღთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი,  ამომრჩევლებს არწმუნებს, რომ შეერთებულ შტატებს ირანში რეჟიმის შეცვლა არ სურს. ტრამპმა ეს განცხადება მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.

შტატების პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონში ყურადღებით აკვირდებიან ირანში ანტისამთავრობო აქციებს, სადაც დემონსტრანტები შეერთებულ შტატების მხარდაჭერას გამოხატავენ. ამის მაგალითად ტრამპმა ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოზე ისაუბრა, სადაც დემონსტრანტებმა ქუჩაში გაფენილ ამერიკის დროშას ფეხი არ დააბიჯეს და არ გათელეს.

ირანში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც თეირანმა უკრაინული ბოინგის ჩამოგდება აღიარა.

დღის ამბები