18 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
იაროსლავ სუმბაევისთვის დამატებითი ბრალდების წარდგენაზე შუამდგომლობა რუსეთისგან არ მიგვიღია- პროკურატურა

"დღეის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, იაროსლავ სუმბაევისათვის დამატებითი ბრალდების წარდგენასთან დაკავშირებით, ქართული მხარისგან თანხმობის გამოთხოვის თაობაზე, საქართველოს პროკურატურას არ მიუღია."- ამის შესახებ  "კურიერს" გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს. 

პროკურატურის ინფორმაციით,  ექსტრადიციის შემდეგ პასუხისგებაში მიცემა ან, გასამართლება იმ დანაშაულისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირის გადაცემა არ განხორციელებულა, შესაძლებელია მხოლოდ ექსტრადიციის განმახორციელებელი სახელწიფოს თანხმობის საფუძველზე.

"რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად, ექსტრადირებული პირი შესაძლოა პასუხისგებაში მიეცეს ან, გასამართლდეს მხოლოდ იმ დანაშაულისათვის, რისთვისაც განხორციელდა მისი ექსტრადიცია. ექსტრადიციის შემდეგ პასუხისგებაში მიცემა ან, გასამართლება იმ დანაშაულისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირის გადაცემა არ განხორციელებულა, შესაძლებელია მხოლოდ ექსტრადიციის განმახორციელებელი სახელწიფოს თანხმობის საფუძველზე," - აცხადებს პროკურატურა "კურიერთან" საუბრისას. 

ცნობისთვის, რუსეთის პროკურატურა ევგენია შიშკინას მკვლელობის საქმეზე ქართული მხარისგან ჰაკერ იაროსლავ სუმბაევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე თანხმობას ითხოვს. 

სუმბაევს რუსეთში ჰაკერობასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ. ამასთან, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ჰაკერი ვიცე-პოლკოვნიკის ევგენია შიშკინის მკვლელობასთან იყოს დაკავშირებული.

ქართულმა მხარემ სუმბაევი 2018 წლის 5 ნოემბერს თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის და ყალბი პასპორტის ბრალდებით დააკავა. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 2018 წლის 26 ნოემბერს მიმართა.

  

დღის ამბები