სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან აქცია გამართეს.
ახალგაზრდა აქტივისტები ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ანგარიშებისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
"ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოში ქართული დემოკრატიის განვითარების კიდევ სჯერათ, მოვუწოდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილს დაუწესდეს სანქციები, რადგან ერთადერთი, რისიც რეალურად ამ ადამიანს ეშინია არის სანქციების დაწესება მის ქონებაზე. არაფერი არ ადარდებს ამ ადამიანს მისი ფულის და იმ ცხოველების და პინგვინების გარდა რეალურად," - აცხადებს "შეცვალეს" წევრი გიორგი კუპატაძე.