საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის არჩევნების გამჭვირვალობას - განცხადებას "სამართლიანი არჩევნები" ავრცელებს.
ორგანიზაცია, ცესკოსა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ავტორობით შემუშავებულ კანონპროექტს ნეგატიურად აფასებს და ამბობს, რომ ის პარლამენტში საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის გვერდის ავლით შეიქმნა.
"ვხედავთ რისკებს, რომ მეორე ტურის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა პირველ და მეორე ტურს შორის პერიოდში კანონმა ამომრჩევლის მოსყიდვისთვის სანქციების თავიდან არიდების შესაძლებლობა შექმნას.
ეს კი ხარვეზებით მოხდება. ვხედავთ სტანდარტის გაუარესებას იმასთან შედარებით, რა სტანდარტიც დღეს მოქმედებს საარჩევნო კოდექსში, რომელიც პრობლემურია," - განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.
"სამართლიანი არჩევნები" დეპუტატებს მოუწოდებს, არსებული რედაქციით კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.