18 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შრომითი უსაფრთხოების კუთხით გადადგმული - ეკატერინე ტიკარაძე

Human Rights Watch-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად შრომითი უფლებებია დასახელებული. ამ საკითხს შეფასებები მოჰყვა უკვე თბილისში.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, რაისა ლიპარტელიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, პრობლემა სრულად მაინც არ არის აღმოფხვრილი. 

"მივიღეთ კანონი უსაფრთხოების შესახებ, ამოქმედდა მისი აღსრულების მექანიზმი შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის სახით, თუმცა დღემდე, მისი მანდატის მიღმა რჩება უფლებების ნაწილი. ის, რომ არ ხორციელდება ზედამხედველობა ამ მიმართულებით, ძალიან ხშირად, სწორედ ამ უფლებების დარღვევა იწვევს ხოლმე უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევას, ადამიანების დაზიანებას და ხშირად - გარდაცვალებასაც. იმიტომ რომ ადამიანები არიან ფიზიკურად დაღლილები ზეგანაკვეთური სამუშაოების გამო, ღამის სამუშაოების გამო, იმიტომ რომ არ უნაზღაურდებათ ხშირად ბიულეტენი და იძულებული არიან, ავადმყოფ მდგომარეობაში გააგრძელონ მუშაობა,“ - განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.

ანგარიშში მოყვანილი პრობლემური საკითხის შესახებ განცხადება გააკეთა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

"ჩვენ ვმუშაობთ შრომითი უსაფრთხოების კუთხით და ვთვლი, რომ სექტემბრის თვიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შრომითი უსაფრთხოების კუთხით გადადგმული. ეს არ იქნება ბოლო ნაბიჯები, ვინაიდან, მუშაობა გრძელდება და მივიჩნევთ, რომ 2022 სრულად მოვიცავთ იმ მიზნებს და გეგმებს, რომელიც არის დასახული,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები