საარჩევნო კოდექსში შესატან დაგეგმილ ცვლილებებზე ოპოზიციის კრიტიკას, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უპასუხა.
"ის, რომ ცესკოში ფოტოთი დასკანერებული ოქმის გადაგზავნა მანიპულაციის საშუალებას იძლევა, მტკნარი სიცრუეა. განცხადებები კეთდება მაშინ, როდესაც ეუთო-ოდირის დასკვნის გაზიარებას მთლიანად ვაპირებთ. ამასთან, საარჩევნო კოდექსში პოზიტიური ცვლილებები აისახება და ამ ფონზე ტექნიკურ თემებზე ასეთი, ვითომ კვალიფიციური კრიტიკის წინსწრებით გამოგდება არის, ამ პროცესის დისკრედიტაციის მცდელობა," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" მოუწოდებს დეპუტატებს, არსებული რედაქციით კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.