18 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
თბილისში მოთოვს - საქართველოში ტემპერატურის კლებას ვარაუდობენ

თბილისში მოსალოდნელია თოვლი და ნალექიანი ამინდი - ამის შესახებ "რუსთავი2"-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

"ხვალ და ზეგ ანუ 16-17 იანვარს, თბილისში თოვლჭყაპს ვვარაუდობთ. გარეუბნებში და თბილისის შემოგარენში კი ნალექი თოვლის სახით იქნება მოსალოდნელი. ამ დღეებში ღრუბლიანი, ცივი და ნისლიანი ამინდი იქნება. ჰაერის დღის მაქსიმალური ტემპერატურა 16-ში და 17-ში +3-დან 5 გრადუსამდე იმერყევებს.

18 იანვარს დღისით ნალექი მოსალოდნელი არ არის. 19 იანვრიდან კი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და მათ შორის, თბილისში ღამით მინიმალური ტემპერატურა -4 გრადუსამდე იქნება. უნალექო ამინდი, დაახლოებით, 22 იანვრამდე შენარჩუნდება," - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ.

დღის ამბები