"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი გამოკითხულთა 17%-ს მოსწონს, მიხეილ სააკაშვილი კი 26% -ს.
კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილს დადებითად 17% აფასებს, მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას კი გამოკითხულთა 49% გამოხატავს. 29% ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ გააჩნია, 1% აღნიშნავს, რომ მის შესახებ არ სმენია, 4% კითხვაზე - დადებითი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ თუ უარყოფითი, ამბობს, რომ არ იცის.
კვლევის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს გამოკითხულთა 26% დადებითად აფასებს, 39% მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს, 29 %-ს მის მიმართ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს, 1% ამბობს, რომ მის შესახებ არ სმენია. 4% კი კითხვაზე - დადებითი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ თუ უარყოფითი, პასუხობს, რომ არ იცის.
კვლევა 2019 წლის 19 ნოემბრისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.