18 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
გამოკითხულთა 19% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან "ქართული ოცნება" ყველაზე ახლოს დგას, 13% ენმ-ს ასახელებს - NDI

"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ანუ 20% ფიქრობს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია მის შეხედულებებთან ახლოს არ დგას.

კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპოდენტების შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგარი პარტია "ქართული ოცნებაა" - 19%-ით, 14%-მა კითხვაზე პასუხი არ გასცა, 13% "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს, ხოლო 7% "ევროპული საქართველო - თავისუფალ დემოკრატებს."

გამოკითხულ რესპოდენტთა 6% მხარს "ლეიბორისტული პარტიას" უჭერს, "პატრიოტთა ალიანსს" კი 5%-იანი მხარდაჭერა აქვს, "ახალი საქართველო"- გამოკითხულთა 4%, "დემოკრატიული მოძრაობა" - 3%,  რაც შეეხება, "გირჩს" მას გამოკითხულთა 2%-იანი მხარდაჭერა აქვს.

ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა.

დღის ამბები