NDI-ს კვლევების შედეგების მიხედვით პოლიტიკოსების რეიტინგის სათავეში ისევ დავით ბაქრაძეა 34%-ით, ასეთივე შეფასება აქვს კახი კალაძეს, თუმცა ბაქრაძესთან შედარებით მის საქმიანობას ერთი პროცენტით მეტი აფასებს უარყოფითად. 29% აქვს შალვა ნათელაშვილის. მომდევნო ადგილზეა ალეკო ელისაშვილია 20%, უარყოფითად მის საქმიანობას ამდენივე აფასებს.
გამოკითხულთა 19% დადებითად აფასებს ელენე ხოშტარიას, 26% - უარყოფითად; შალვა შავგულიძეს დადებითად გამოკითხულთა 15% აფასებს და 19% - უარყოფითად; თამარ ჩუგოშვილს დადებითად გამოკითხულთა 12% აფასებს, ხოლო უარყოფითად - 20%,
დავით უსუფაშვილს დადებითად 18% აფასებს, უარყოფითად - 26%; გიორგი ვაშაძეს გამოკითხულთა 19% დადებით შეფასებას აძლევს, 30% - უარყოფითს; ლევან ხაბეიშვილს 8% აფასებს დადებითად, 19% - უარყოფითად; ხათუნა სამნიძეს 4% დადებითად აფასებს, 16% - უარყოფითად; გიგი წერეთელს 15% დადებითად აფასებს, 28% - უარყოფითად;
მამუკა მდინარაძის მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 14%-მა პროცენტმა გამოხატა, 29%-მა კი უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა.
გია ვოლსკის მიმართ გამოკითხულთა 16 პროცენტი აფიქსირებს დადებით დამოკიდებულებას, ხოლო 32% უარყოფითს. 16% აფასებს არჩილ თალაკვაძეს დადებითად, 32% - უარყოფითად;
ირმა ინაშვილს 18% აფასებს დადებითად, 35% უარყოფითად; ნინო ბურჯანაძეს 17% აფასებს დადებითად, 35% - უარყოფითად; გრიგოლ ვაშაძეს 20% აფასებს დადებითად, 38% - უარყოფითად; ნიკა მელიას 19% აფასებს დადებითად, 37% - უარყოფითად; გიგი უგულავას 16% აფასებს დადებითად, 38% - უარყოფითად; ზურაბ ჯაფარიძეს 8% აფასებს დადებითად, 39 - უარყოფითად; ეკა ბესელიას 10% აფასებს დადებითად, 41% კი უარყოფითად აფასებს.