ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, "ქართული ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 20% მისცემდა.
ამავე კვლევის მიხედვით, "ნაციონალურ მოძრაობას" 13% დაუჭერდა მხარს, ხოლო "ევროპულ საქართველო - თავისუფალ დემოკრატებს" გამოკითხულთა 8% მისცემდა ხმას.
უფრო ზუსტად, კვლევის მონაცემები ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" - 20%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 13%, არ ვიცი - 12%, "ევროპული საქართველო -თავისუფალი დემოკრატები" - 8%, "ლეიბორისტული პარტია"- 5%, "პატრიოტთა ალიანსი" - 4%, პოლიტიკური პლატფორმა - "ახალი საქართველო" - 3%, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" - 3%, "გირჩი" - 2%, სხვა - 2%. არც ერთი პარტია - 14%, უარი პასუხზე - 14%,
გარდა ამისა, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 65% ამბობს, რომ მონაწილეობას მიიღებდა, 35% მონაწილეობას არ მიიღებდა.
კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 39%-მა იცის ხმას ვის მისცემდა, 56%- გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, ხოლო 3%-მა არ იცის ხმას ვის მისცემდა. გამოკითხული მოსახლეობის იმ ნაწილის 21%-მა, ვინც არჩევნებზე არ წავიდოდა, იცის ხმას ვის მისცემდა, ხოლო 69%-მა არ იცის.
ამასთან, კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს თქვენი აზრით, რომელი პარტია მიიღებდა ყველაზე მეტ ხმას? შედეგები ასე გამოიყურება: 32% - "ქართული ოცნება", 14%-ენმ, 14%-არ ვიცი, უარი პასუხზე - 12%, არც ერთი - 11%, "ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატები" – 6%, "პატრიოტთა ალიანსი“ – 3%, "ლეიბორისტული პარტია" - 2%, პოლიტიკური პლატფორმა - "ახალი საქართველო" – 2%, "გირჩი" – 1%, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" – 1%, სხვა - 1%.