ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, კვლევა რეალობას ასახავს და ხელისუფლების მიმართ ნდობა შემცირებულია.
"შეუძლებელია ვისაუბროთ ქვეყანაში გამართულ დემოკრატიაზე და რა თქმა უნდა მოსახლეობა მიჩნევს, რომ დემოკრატიის მიმართულებით სერიოზული პრობლემებია, ძალიან ლოგიკურია, რომ ამ ფონზე გაზრდილია პოლიტიკური ოპონენტების რეიტინგი. მათ შორის პროდასავლური ოპოზიციის - "ევროპული საქართველოსი" და მისი ლიდერის დავით ბაქრაძის," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.