18 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
დავით სერგეენკო C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს

აუიდიტის დასკვნის შესახებ, რომლის მიხედვითაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის განკუთვნილ მედიკამენტებს ვადა გაუვიდა, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი პირველ კომენტარს აკეთებს. დავით სერგეენკო C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების პრეპარატების გამოუყენებლობის მიზეზებზე ისაუბრა. 

"საქართველო ამ მედიკამენტს იღებს უფასოდ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც გამკაცრება გაეკეთებინა ამ დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ მათ აიღეს ვიკიპედიაში ან რაიმე ესეთ პორტალში ნანახი 2016 წლის ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულების არის. 2018 წელს ეს უკვე 8-ჯერ ნაკლები ღირდა, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი მნიშვნელობა აქვს შედარებისთვის. თუ იგივე ფასებს ავიღებთ, გამოვა, რომ დღეის მდგომარეობით ჩვენ უკვე 17 მილიარდი ლარის მედიკამენტი გვაქვს დახარჯული 65 ათასი პაციენტის მკურნალობაზე. გვქონდა შეთავაზება, რომ სხვა ქვეყნისთვის გადაგვეცა ეს ნაწილი დონაციის სახით, რადგან ვერ ხდებოდა იმ პერიოდში ათვისება, თუმცა მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს არის მხოლოდ საქართველოს ექსკლუზივი მედიკამენტი," - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

დღის ამბები