18 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
მამუკა მდინარაძე NDI-ს კვლევებს არ ენდობა - "რამდენიმე ათეული პროცენტით აცდა საბოლოო შედეგებს"

მმართველი გუნდი საერთშორისო ორგანიზციის NDI-ის კვლევას, ტრადიციულად, არ ენდობა, "ქართული ოცნება" ეჭვქვეშ აყენებს კვლევის ჩატარების მეთოდსა და პროცესს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კვლევა არცერთხელ არ დაემთხვა არჩევნების შედეგებს.

"შეგვიძლია გავიხსენოთ 2016 წლის მარტის კვლევა, სადაც ქართულ ოცნებას ჰქონდა 15%. თუ გამოვალთ შესაბამისი ლოგიკიდან, მაშინ არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ აიღო 49% და საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.

ჯიუტად, სამწუხაროდ, საკმაოდ ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია CRRC ატარებს კვლევებს, რომელიც არა სამი და ოთხი, არამედ რამდენიმე ათეული პროცენტით აცდა საბოლოო შედეგებს, რაც აისახება საარჩევნო შედეგებში," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები