ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალის პროტესტი, ამ ეტაპზე, დასრულებულია. ექიმები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.
აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები კომპანია "ავერსის" იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც მედპერსონალმა ამ დროისთვის დაკავებული შენობა უნდა დაცალოს. შენობა 2011 წლიდან "ავერსის" მფლობელობაშია.
საავადმყოფოს თანამშრომლები გონივრულ ერთწლიან ვადას ითხოვენ, სხვა ალტერნატიული შენობის ასაშენებლად.
რაც შეეხება "ავერსის" ხელმძღვანელობას, ისინი მოლაპარაკებისთვის მზად იმ შემთხვევაში იქნებიან, თუკი პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო ჩაერთვება.
"დაკავებული 8 შენობიდან ვითხოვთ ერთი შენობის დაცლას. მზად ვართ, გონივრული ვადით, არაუმეტეს 2 წლისა გავაფორმოთ იჯარის ხელშეკრულება და გააგრძელონ ფართში უკვე კანონიერად ფუნქციონირება. ერთ წელიწადზე მეტია, ფართი უკანონოდ აქვთ დაკავებული, - აღნიშნა "ავერსის" გენერალური დირექტორმა ირაკლი ფურცელაძე
სამინისტროს პოზიცია საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, უცნობია.