"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერის შეფასებიჯთ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგები ნიშანია, რომ "ქართული ოცნება" პოლიტიკურ მოღვაწეობას ასრულებს.
"მმართველი პარტიისათვის, 20% ეს არის სრული კატასტროფა მსოფლიო პოლიტიკური პრაქტიკის მიხედვითაც. ეს არის პირველი რეიტინგული კვლევა, როდესაც მე არ ვღელავ პარტიულ და პიროვნულ განლაგებაზე. ეს არის პირველი ზარი არსებული რეჟიმისათვის და სერიოზული ნიშანი იმისა, რომ ისინი ამთავრებენ თავიანთ პოლიტიკურ მოღვაწეობას, ეს არის მთავარი ამ რეიტინგებში," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა.