რუსეთის მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს ექსპერტები აფასებენ. მათი განმარტებით, ვლადიმერ პუტინი ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს, რაც არ გაუჭირდება. საკადრო გადაადგილებით, მათი აზრით, რეალურად, არაფერი შეიცვლება.
"რაც რუსეთში ხდება, დიდი ხანია საერთო პოლიტიკურ პროცესთან არ აქვს. ეს არის ავტორიტარიზმის გაფორმება, სახელმწიფოს მიტაცება პუტინის მიერ. ყველა ინსტიტუცია არის მის კონტროლს დაქვემდებარებული, ხოლო დანარჩენი არის ფასადი საერთშორისო თანამეგობრობისთვის თავის მოსაჩვენებლად,"-აცხადებს "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია.